Страницы

ი.ს.ტ.-ის წრე ,,კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში"

მშობელთა და მოსწავლეთა საყურადღებოდ!


სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის I (პირველ) სემესტრიდან ფუნქციონირებას იწყებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე ,,ჩვენ და კომპიუტერი“ V ბ კლასებისათვის.
გაკვეთლები ჩატარდება კვირაში ერთხელ/ორჯელ   15:00 სთ-ზე.
წრის ხელმძღვანელია ისტ-ის მასწავლებელი: ბელა ჩხიტუნიძე.

მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ წრის ხელძღვანელთან. 


ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე -
,,კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში“


ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  წრის 
 სამუშაო  პროგრამა/განრიგი 

წრის  სახელწოდება:    ,,კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში“
წრის ხელმძღვანელი:    ბელა ჩხიტუნიძე;
სკოლა: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა
მიზნობრივი ჯგუფი: V  კლასის მოსწავლეები;
წრის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ კომპიუტერული უნარ-ჩვევების შეძენა-განმტკიცება. თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება. იცოდნენ ისტ-თან დაკავშირებული ცნებები და ფლობდნენ შესაბამის ოპერაციებს და კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს, გააცნობიერონ  ისტ-ით სარგებლობის  სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები, ყოველივე ეს დაეხმარება მათ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში და სხვადასხვა საგნების პრეზენტაციისათვის.
მოკლე მიმოხილვა: წრის გეგმა მოიცავს excel-ისა და PowerPoint-ის პრაქტიკულად გამოყენებას. წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევის განმტკიცებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. მათ განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიების და პრაქტიკულად მისი გამოყენების უნარი.
წრის ხანგრძლივობა: 2019-2020 სასწავლო წლის  პირველი სემესტრი, 10 შეხვედრა. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: chxitunidze.bela@gmail.com

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრის მეცადინეობის გეგმა
2019–2020 სასწავლო  წელი

მეცადინეობის  ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათი

თარიღი
თემის დასახელება
02.10.2019წ.
საორგანიზაციო საკითხები;  წრის მუშაობის გეგმის გაცნობა.
09.10.2019წ.
ელექტრონული ცხრილის სტრუქტურა; მონაცემთა შეტანა ელექტრონულ ცხრილში; მონაცემთა ტიპები (ტექსტური, რიცხვითი, ფორმულა, თარიღი) და მათ შორის განსხვავება; სავარჯიშოს შსრულება.
16.10.2019წ.
ფორმულების გამოყენება.  უჯრის შიგთავსის დამოკიდებულება სხვა უჯრების შიგთავსზე; სავარჯიშოს შესრულება.
23.10.2019წ.
დიაგრამები და მათი სახეობები; მონაცემების გაფილტვრა და დალაგება. სავარჯიშოს შესრულება.
30.10.2019წ.
ელექტრონულ ცხრილში სავარჯიშოს შესრულება თემით: ,,ხელფასის გამოთვლა“
04.11.2019წ.
საპრეზენტაციო პროგრამა - სლაიდების შექმნა; დიზაინი; ანიმაციები; სლაიდში სურათის  ჩასმა. სავარჯიშოს შესრულება.
07.11.2019წ.
საპრეზენტაციო პროგრამა - ცხრილის ჩასმა და მასზე მოქმედებები; სავარჯიშოს შესრულება.
13.11.2019წ.
საპრეზენტაციო პროგრამაში SmartArt-ისა და დიაგრამის ჩასმა. სლაიდის გაშვება. სავარჯიშოს შესრულება.
18.11.2019წ.
პრეზენტაცია თემაზე:,, საქართველოს დიდი ქალაქბი“
22.11.2019წ.
ჩატარებული საწრეო სამუშაოების შედეგები, შეჯამება.




02.10.2019წ. საორგანიზაციო საკითხები;  წრის მუშაობის გეგმის გაცნობა.



09.10.2019წ.   მოსწავლეებმა შეისწავლეს ელექტრონული ცხრილის სტრუქტურა; შეიტანე ს მონაცემთა უჯრებში; მოახდინეს მონაცემთა ტიპების (ტექსტური, რიცხვითი, ფორმულა, თარიღი) მოქმედება; შეასრულეს სავარჯიშო.










16.10.2019წ.მოსწავლეებმა ელ ცხრილში გამოიყენეს ფორმულები.  მოახდინეს უჯრის შიგთავსის დამოკიდებულება სხვა უჯრების შიგთავსზე; შეასრულეს სავარჯიშო.







23.10.2019წ. მოსწავლეებმა ელ ცხრილში ააგეს დიაგრამები; მოახდინეს მონაცემების გაფილტვრა და დალაგება. შეასრულეს სავარჯიშო








30.10.2019წ. მოსწავლეებმა ელექტრონულ ცხრილში შეასრულეს სავარჯიშო თემით: ,,ხელფასის გამოთვლა“
















04.11.2019წ. მოსწავლეებმა საპრეზენტაციო პროგრამაში შექმნეს სლაიდების; მოახდინეს სლაიდზე დიზაინისა და  ანიმაციების დადება; სლაიდში ჩასვეს  სურათი. შეასრულეს სავარჯიშო.












07.11.2019წ. მოსწავლეებმა საპრეზენტაციო პროგრამაში ჩასვეს ცხრილი  და მასზე მოახდინეს მოქმედებები; შეასრულეს სავარჯიშო;




 13.11.2019წ.  მოსწავლეებმა საპრეზენტაციო პროგრამაში შექმნეს SmartArt-ი. მოახდინეს დიაგრამის ჩასმა.. შეასრულეს სავარჯიშო და გაუშვეს სლაიდი.

   








 



18.11.2019წ. შექმნეს პრეზენტაცია თემაზე:,, საქართველოს დიდი ქალაქები“























22.11.2019წ. მოვახდინეთ ჩატარებული საწრეო სამუშაოების შედეგების შეჯამება.







სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის
ი.ს.ტ.-ის პედაგოგის ბელა ჩხიტუნიძის ი.ს.ტ.-ის წრის მუშობის
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

2019-2020 სასწავლო წრის I სემესტრში შევქმენი ი.ს.ტ.-ს წრე სახელწოდებით: ,,კომპიუტერი ჩვენს ცოვრებაში“  
წრეზე განსახილვევლი თემები წინასწარ იყო გაწერილი. წრის გეგმა მოიცავდა excel-ისა და PowerPoint-ის პრაქტიკულად გამოყენებას.
ინფორმაცია გამოვაქვეყნე სააკუთარ ბლოგზე. ი.ს.ტ. წრის მუშაობის/განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე:
მიზნობრივი ჯგუფი: Vბ კლასის მოსწავლეები.
წრის ხანგრძლივობა: 2019-2020 სასწავლო წლის  პირველი სემესტრი, 10 შეხვედრა. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათი.
წრის მიზანი იყო: მოსწავლეებმა შეძლონ კომპიუტერული უნარ-ჩვევების შეძენა-განმტკიცება, თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება. იციან ისტ-თან დაკავშირებული ცნებები და ფლობდნენ შესაბამის ოპერაციებს და კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს, გააცნობიერებენ  ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას  სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. ყოველივე ეს დაეხმარება მათ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში, როგორც ი.ს.ტ.-ში ასევე და სხვადასხვა საგნებში, მათ შესაძლებლობა ექნებათ უკეთ გააკეთონ სხვადასხვა საგნებში პრეზენტაცია.
მოკლე მიმოხილვა: წრის გეგმა მოიცავდა excel-ისა და PowerPoint-ის პრაქტიკულად გამოყენებას. წრის მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევის განმტკიცებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. მათ განუვითარდათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიების და პრაქტიკულად მისი გამოყენების უნარ-ჩვევები. ასევე მან ხელი შეუწყო  საგნის პოპულარიზაციას.   მოსწავლეებს გაუღვივდათ საგნისადმი ინტერესი და პატივისცემარაც რამდენიმე  მოსწავლის აკადემიურ შედეგზეც კი აისახა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა და მოტივაციას ზრდიდა საპრეზენტაციო პროგრამაში მუშაობა. მოსწავლეები მუშაობდნენ ინდივიდუალურად, ჯგუფებსა და წყვილებში.
წრის პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებს გავაცანი წრის გეგმა. შემდეგი ოთხი გაკვეთილი ვმუშაობდით excel-ში: ელექტრონული ცხრილის სტრუქტურა; მონაცემთა შეტანა ელექტრონულ ცხრილში; მონაცემთა ტიპები (ტექსტური, რიცხვითი, ფორმულა, თარიღი) და მათ შორის განსხვავება, ფორმულების გამოყენება. უჯრის შიგთავსის დამოკიდებულება სხვა უჯრების შიგთავსზე, დიაგრამები და მათი სახეობები, მონაცემების გაფილტვრა და დალაგება. ელექტრონულ ცხრილში სავარჯიშოს შესრულება თემით: ,,ხელფასის გამოთვლა“, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ოთხი გაკვეთილი ვმუშაობდით საპრეზენტაციო პროგრამაში:  სლაიდების შექმნა; დიზაინი; ანიმაციები; სლაიდში სურათის  ჩასმა. SmartArt-ისა და დიაგრამის ჩასმა. სლაიდის გაშვება. შევასრულეთ სავარჯიოები. შექმნეს სლაიდი სახელწოდებით ,,საქრთველოს დიდი ქალაქები“ წრის მუშაობის ბოლო გაკვეთილი ჩავატარეთ ნასწავლი საკითხების შეჯაების სახით. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მუშაობა იყო საინტერესო და შინაარსიანი, ამავდროულად ხალისიანიც. მათ აღნიშნეს, რომ ნასწავლი მასალა გამოიყენეს და სხვადასხვა საგნებში.
აქიდან გამომდინარე სურვილი მაქვს სამომავლოდაც გავაგრძელო მსგავსი ტიპის მუშაობა, რაც ხელს შეუყწობს არამარტო ი.ს.ტ.-ის არამედ სხვა საგნების მრავალფეროვნად წარმოჩენას.


წრის ხელმძღვანელი:           ბელა ჩხიტუნიძე



Комментариев нет:

Отправить комментарий