სოციალური პროექტის გეგმა
სოციალური პროექტის ავტორი
|
||
სახელი,
გვარი
|
მუსიკის პედაგოგი
მზია ჯავახიძე; ხელოვნების
პედაგოგი ნონა გაბელია; სპორტის პედაგოგი ოლგა ტოროშელიძე; ი.ს.ტ-ის პედაგოგი
ბელა ჩხიტუნიძე
|
|
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
|
სსიპ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
|
|
სკოლა
|
სსიპ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა
|
|
პროექტის მონახაზი
|
||
თანამედროვე ბავშვები
ნაკლებად არიან დაინტერესებული ქართული კულტურით. ნაკლებად
უსმენენ ქართულ ხალხურ სიმღერებს, ვერ ცნობენ სხვადასხვა კუთხის ცეკვებს; ასევე ნაკლებად
ინფორმირებულნი არიან ქართველი სპორტსმენებით. ამ პრობლემამ მიგვიყვანა იმ იდეამდე,
რომ განგვეხორციელებინა სოციალური პროექტი ,,ქართული კულტურის, ხელოვანი ადამიანების
და ქართველი სპორტსმენების გაცნობა, შესწავლა
და პოპულარიზაცია.“
|
||
პროექტის დასახელება
|
||
,,ქართული კულტურის
გაცნობა, შესწავლა და პოპულარიზაცია“
|
||
პროექტის შინაარსი
|
||
მოსწავლეები უკეთესად
გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის
კულტურას, ხელოვნებას და იმ კუთხის სპორტსმენების ბიოგრაფიას და წარმატებებს. სხვადასხვა
კლასის მოსწავლეები
იმეგობრებენ ერთმანეთთან. გაუზიარებენ
ერთმანეთს აზრებს და შთაბეჭდილებებს. მოაწყობენ კულტურულ ღონისძიებებს.
|
||
საგანი/საგნები
|
||
მუსიკა; ხელოვნება;
სპორტი და ი.ს.ტ.
|
||
საფეხური /კლასი
|
||
დაწყებთი-საბაზო-საშუალო
|
||
პროექტის განხორციელების დრო
|
||
14.10.2019წ.-15.11.2019წ.
|
||
საგნობრივი სტანდარტები
|
||
მუსიკის სტანდარტი:
მუს.საბ.4
ნაწარმოების
მოსმენისას მუსიკის გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მხატვრული სახის შექმნაში
მათი როლის განსაზღვრა; მუს.საბ.5. აკადემიური და ხალხური მუსიკის ნიმუშებში მხატვრული
კონცეფციის განსაზღვრა.
ხელოვნების
სტანდარტი.
გ.საბ.3.
ხელოვნების
კონკრეტული ნიმუშის ანალიზი (მხატვრულგამომსახველობითი ხერხები, ეპოქა, სტილი, მიმდინარეობა,
დარგი, ჟანრი, ავტორი), ინტერპრეტაცია და შეფასება; სახვითი ხელოვნების დარგები და
ჟანრები სახვითი ხელოვნების ტექნიკა ეპოქა მიმდინარეობა; ს.გ.საბ.4. სხვადასხვა ეპოქის,
კულტურის და სტილის ნამუშევრების ამოცნობა და ე*/რთმანეთთან
შედარება ისტორიული, რელიგიური, სოციალური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით.
ი.ს.ტ.-ის სტანდარტი
ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის
ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
(იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს
შესაბამის ციფრულ საშუალებებს; ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ
საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების
ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება; მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს
რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე);
ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის
ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას (აფასებს ციფრული
საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს მათ ახალი პროდუქტის შექმნისას;
იყენებს ისტ-ს კანონზომიერების აღმოჩენისას და კანონზომიერების შექმნისას (მაგ.,:
რიცხვითი მიმდევრობა, ფიგურების განლაგება); მიზნებისა და აუდიტორიის თავისებურებების
გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების
წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ; გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა
და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის; ახდენს ტექსტური, გრაფიკული და
აუდიო მასალის ეფექტიან კომბინირებას; ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის შექმნისას კომბინირებულად
იყენებს ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალას.
ის.ტექნ.დაწყ.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის
ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის
(იყენებს ისტ-ს სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ ციფრული
ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად;
იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს (მაგალითად: იცავს
ქსელის უსაფრთხოების წესებს, პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობის ნორმებს,
ციფრული რესურსების მისაწვდომობის ნორმებს).
სპორტის სტანდარტი
ფ.ა.სპ.საბ.1.
ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობის (როგორც ჯანმრთელობის განმტკიცებისა
და სოციალიზაციის ხელშემწყობი საშუალების) მნიშვნელობის გაცნობიერება;
ფ.ა.სპ.საბ.2.
სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობების საშუალებით
ორგანიზებულობის განვითარება;
ფ.ა.სპ.საბ.3.
სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში თვითკონტროლის
(მაგალითად: ემოციების მართვა, დისციპლინის, უსაფრთხოების, ძირითადი წესებისა, სამართლიანი
თამაშის წესების დაცვა) გამოვლენა.
|
||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
||
პროექტი მიზნად ისახავს:
მოსწავლეს
განუვითაროს კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები, სოციალური, თანამშრომლობითი უნარები, შეისწავლონ მოსწავლეებმა ჯგუფური მუშაობის პრინციპები.
მოსწავლე გაეცნოს საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურას, შეისწავლოს და პოპულარიზაცია გაუწიოს. დაეხმაროს მოსწავლეს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში
მუსიკის და ხელოვნების როლის გააზრებასა
და საკუთარი ესთეტიკური შეხედულებების ფორმირებაში.
მოსწავლე
მოისმენს, უყურებს საქართველოს თითოეული კუთხის სიმღერებსა და ცეკვებს. შეძლებს სხვადასხვა
კუთხის სიმღერებისა და ცეკვების გარჩევას. შეისწავლის და შეასრულებს სხვადასხვა კუთხის ცეკვებს და სიმღერებს. შეუძლია ისაუბრობს სიმღერების
სტილზე, ჟანრზე, ხასიათზე. მოსწავლეები მოაწყობენ ღონისძიებას სადაც
გამოიყენებენ შესწავლილ სიმღერებს
და ცეკვებს .
ღონისძიების
საშუალებით მოხდება მოსწავლეების მიერ ნასწავლი სიმღერებისა და ცეკვების დემონსტრირება, შეფასება. მოსწავლეები აფასებენ
ერთმანეთს. აგრეთვე მასწავლებელიც აფასებს მოსწავლეებს და აძლევს უკუკავშირს .
ხელოვნების
მხრივ მოსწავლეები მოიძიებენ ხელოვნების ნიმუშებს, შეისწავლიან შესრულების
მანერას, შექმნიან ჩანახატებს: ,,ჩემი თვალით დანახული საქართველოს სხვადასხვა
კუთხეები” და მოაწყობენ გამოფენას.
გამოფენაზე მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთი ჩანახატის
პრეზენტაციას. შეაფასებენ ერთმანეთის
ნამუშევრებს. მასწავლებელიც აფასებს მოსწავლეებს
და აძლევს უკუკავშირს. მოსწავლეები მოაწყობენ სპორტულ შეჯიბრებებს, რაც ხელს შეუწყობს სოციალურ, თანამშრომლობითი უნარების განვითარებას,
დაანახებს მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესით მნიშვნელობას, ხელს შეუწყობს მოსწავლეების
ერთმანეთთან დამეგობრებას და დაახლოებას.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
თქვენი აზრით:
·
არის თუ არა მნიშვნელვანიადამიანისათვის
მუსიკისა და ხელოვნების ცოდნა?
·
რტომ არს საჭირო საქართველო სხვადასხვა
კუთხეების კულტურის ცოდნა?
|
|
თემატური კითხვები
|
საქართველოს სხვადასხვა
კუთხეებს მუსიკისა და ხელოვნების
და სპორტის მხრივ რა საერთო
აქვთ და რითი
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
·
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რამდენხმიანი სიმღერებია
გავრცელებული ?
·
სიმღერებისა და ცეკვების შექმნა რას უკავშირდება?
·
შეისწავლე შენთვის საყვარელი სიმღერა და ცეკვა.
·
რომელი ხელოვნების ნიმუშებია ცნობილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ?
·
შექმენი ჩანახატები: ,,შენი თვალით დანახული საქართველოს კუთხეები”.
·
თქვენი აზრით თითოეული კუთხე საინტერესო და მიმზიდველი რა თვალსაზრისით მოიაზრება ?
·
შეაგროვე საქართველოს სხვადასხვა
კუთხეზე არსებული მითები და ლეგენდები.
·
არის თუ
არა მნიშვნელოვანი სპორტი
ადამიანის ცხოვრებაში ?
·
მოიძიე ინფორმაცია
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ
სპორტსმენებზე.
|
|
პროექტის მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ე)ი
|
პროექტის
დასაწყისში
|
კითხვების დასმა.
დისკუსია თემაზე: ,,როგორ გავხადოთ პოპულარული საქართველოს კუთხეები”
|
მოსწავლები ავსებენ ცხრილს :
,,ვიცი,
მინდა ვიცოდე,, გავიგე“ ვიცის გრაფას
|
პროექტის მსვლელობისას
|
·
დაკვირვების დღიურის გაკეთება.
·
ინფორმაციის
მოძიება;
·
ვორდის ფაილში მცირე საინფორმაციო ტექსტის შექმნა.
·
ნახატების შექმნა საქართველოს სხვადასხვა
კუთხეებზე.
·
ნახატის შესრულება საქართველოს
სხვადასხვა კუთხეზე.
·
სლაიდ შოუს შექმნა.
|
მოსწავლები ავსებენ ცხრილს :
,,ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე“ მინდა ვიცოდეს გრაფას.
|
პროექტის
დასრულების შემდეგ
|
მოსწავლეთა მუშობის თვითშეფასების ჩეკლისტის შევსება.
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის შევსება.
პროექტის
თვითშეფასების ჩეკლისტის შევსება.
|
მოსწავლეები
ავსებენ ცხრილის ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე“ გავიგეს გრაფას.
·
ღონისძიების
გამართვა.
·
სპორტული
შეჯიბრებების მოწყობა.
·
საპრეზენტაციო
სლაიდის შექმნა.
|
შეფასების
მოკლე მონახაზი
|
||
მოსწავლეთა წინარე
ცოდნის შესაფასებლად შევავსებინებთ ცხრილს პროექტის დაწყებამდე, სადაც ჩანს თუ რა
იციან მოსწავლეებმა, რისი
მოლოდინი აქვთ. მოსწავლეთა დისკუსიას მასწავლებელი აფასებს დაკვირვების ჩეკლისტით. ვაფასებთ ნახატებს გაწერილი კრიტერიუმებით. მოსწავლეები
ნახატებს აფასებენ თვითშეფასების ჩეკლისტით.
პროექტის დამთავრებისას ავსებენ შედგენილ სქემას, საბოლოოდ მასწავლებელი გაწერილი კრიტერიუმებით ხოლო
მოსწავლეები თვითშეფასების ჩეკლისტით
აფასებენ პროექტს.
|
||
სასწავლო პროცედურები:
მოსწავლეებს
ვყოფთ ჯგუფებათ, თითოეულ ჯგუფს თავიანთი სურვილით ვარჩევინებთ საქართველოს კუთხეებს. ვაძლევთ მითითებებს: უყურონ,
მოისმინონ, მოიძიონ, ისწავლონ მათი შესაძლებობიდან გამომდინარე საქართველოს სხვადასვხა კუთხის ცეკვები, სიმღერები სპორცმენები. გაეცვნონ კულტურას,
შეაგროვონ ინფორმაცია კულტურულ ღირსშესანიშნავობების შესახებ. მოიძიონ ხელოვნების
ნიმუშები. გაეცვნონ კუთხურ სამზარეულოს.
შეაგროვონ ინფორმაცია თითოეული კუთხის ისტორიის შესახებ. გააკეთონ ჩანახატები და მოაწყონ გამოფენა თემასთან დაკავშირებით. შექმნან საპრეზენტაციო სლაიდი
|
||
წინარე ცოდნა: მოსწავლე უნდა ფლობდეს ტექნოლოგიურ
უნარ-ჩვევებს. შეეძლოს ინტერნეტის
საშუალებით მოიძიოს საქართველოს სხვადასხვა კუთხის
სიმღერები, ცეკვები და ხელოვნების ნიმუშები. სართველოს წარმატებული სპორტსმენები.
შეეძლოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა.
|
||
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
|
არ არის
|
|
ნიჭიერი
მოსწავლეები
|
ნიჭიერ
მოსწავლებს ეძლევა შედარებით რთული დავალებები:
სიღრმისეული კვლევა მათ მიერ შერჩეულ
თემასთან დაკავშირებით, ინტერნეტის,
კომპიუტერის გამოყენება პროექტის მიმდინარეობისას. აგრეთვე თემასთან
დაკავშირებულ ვიზუალური მასალის შექმნა.
|
|
აპარატურული
უზრუნველყოფა (მონიშნეთ,
რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
პროგრამული
უზრუნველყოფა (მონიშნეთ,
რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
|
ბეჭდური
მასალები
|
მოთხრობები,
ისტორიული მასალები. ნაშრომები–კვლევები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებზე. მათი სახელის წარმოშობაზე, ადგილმდებარეობაზე, მათ კულტურაზე,
სამზარეულოზე და ა.შ ….
|
|
ინვენტარი/მასალები
|
სკოლის საზეიმო
დარბაზი; კომპიუტერი; პროექტორი.
|
|
ინტერნეტრესურსები
|
google.com;
youtube.com
|
|
სხვა
რესურსები
|
პიანინო,
ცენტრი, დინამიკები, მიკროფონები. კომპიუტერი, პროექტორი, მოწვეული
სტუმრები, მოსწავლეები სხვა კლასიდან და სხვა სკოლიდან, პედაგოგები, ადგილობრივი თემის
წარმომადგენლები, მშობლები ...
|
პროექტის შეფასების რუბრიკა
N
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
1.
მიზანი
|
არ
არის კარგად გამოკვეთილი ბუნდოვანია
|
ხდება ერთ მიზანზე
ფოკუსირება
|
კარგად გამოკვეთილი
მიზნები, მარტივად აღსაქმელი
|
2.
ორგანიზება
|
სუსტად
ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
|
გააზრებულია
თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით,
ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
|
კარგად
ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა
ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
|
3. შინაარსის კორექტულობა
|
ხშირად
გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია
|
ძირითადად
კორექტულია ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
|
მთლიანად
კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
|
4. ენობრივი გამართულობა
|
ენობრივად
გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
|
ენობრივად
გამართული, მცირე შეცდომებით .
|
ენობრივად
გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
|
5. კვლევა
|
კვლევა
არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
|
კვლევა
დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული
რაოდენობის წყაროებია გამოყენებული, ანალიზი მისაღებია.
|
კვლევა
არის დაგეგმილი, გამოყენებული არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია
|
6. თვალსაჩინოებები
|
თვალსაჩინოებები ხშირად
შინაარსთან შეუსაბამოა,ან არ არის ჯგუფის
მიერ შექმნილი.
|
თვალსაჩინოების კავშირი შინაარსთან ნათელია, მაგრამ ერთფეროვანი
|
მრავალფეროვანია, შინაარსის
შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
|
7.
შემოქმედებითობა
|
მცირე
შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
|
ზოგჯერ
ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
|
ჩანს
ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
|
8.
კავშირები საგნებთან
|
არ
ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
|
მოსაზრებები
დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
|
ხდება
მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნადთან,რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით კომპეტენტურობაზე
|
9.
დასკვნები
|
არ
არის ჩამოყალიბებული დასკვნები
|
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად,მაგრამ არ არის მკაფიო
|
დასკვნებში
არის სიახლე (ორიგინალურობა),ლოგიკური კავშირი
იგრძნობა კვლევასთან .ისინი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული
|
10. პრეზენტაცია
|
ეფექტურად
არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხის გაცემა ,არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
|
ბუნდოვნად აყალიბებს
პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
|
ნათლად ჩამოყალიბებული
პროექტის არსი,მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი,იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს
ყველა კითხვას
|
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის
ი.ს.ტ.-ის მასწავლებლის ბელა ჩხიტუნიძის სოციალურ
პროექტის ,,ქართული კულტურის გაცნობა,შესწავლა
და პოპულარიზაცია“
რეფლექსია
პროექტის ჩატარების დრო
: 14.10.2019წ.-15.11.2019წ.
სკოლა :
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
საიმერლოს საჯარო სკოლა
საფეხური
: დაწყებითი-საბაზო-საშუალო
კლასი :
V-VI-VII-VIII-IX-X-XI
მოსწავლეთა რაოდენობა :
43
საგანები
: მუსიკა; ხელოვნება; სპორტი
და ი.ს.ტ.
თემა: ,,ქართული
კულტურის გაცნობა,შესწავლა და პოპულარიზაცია;
მიზანი : ის.ტექნ.დაწყ.3.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში. ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული
საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას; ის.ტექნ.დაწყ.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
მოკლე ვადიანი – საქართველოს კუთხეების კულტურის
და ქართველი სპორტსმეების წარმატებების გაცნობა;
გრძელვადიანი –
მოსწავლე შეძლებს მარტო და სხვებთან ერთად ინტერნეტში ინფორმაციის
მოძიებას; ვორდის ფაილში ტექსტის განთავსება; სლაიდშოუს შექმნა. ხელოვნების კონკრეტული
ნიმუშის ანალიზი (მხატვრულგამომსახველობითი
ხერხები, ეპოქა, სტილი, მიმდინარეობა, დარგი, ჟანრი, ავტორი), ინტერპრეტაცია და
შეფასება; სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები სახვითი ხელოვნების ტექნიკა
ეპოქა მიმდინარეობა ს.გ.საბ.4. სხვადასხვა ეპოქის, კულტურის და სტილის
ნამუშევრების ამოცნობა და ერთმანეთთან შედარება ისტორიული, რელიგიური, სოციალური
და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით.
ფ.ა.სპ.საბ.2. სპორტულ-გამაჯანსაღებელი
აქტივობების საშუალებით ორგანიზებულობის განვითარება;
ი.ს.ტ.-ის
პედაგოგმა ბელა ჩხიტუნიძემ, მუსიკის
პედაგოგმა მზია ჯავახიძემ, ხელოვნების
ნონა გაბელიამ და სპორტის პედაგოგმა ოლგა ტოროშელიძემ ერთობლივად დავგეგმეთ
პროექტი ,,ქართული კულტურის
გაცნობა, შესწავლა და პოპულარიზაცია“.
პროექტი გამოვიდა
საინტერესო, სახალისო, ინტერაქტიური. პროექტში გამოყენებულმა სტრატეგიებმა უზრუნველყო მოსწავლეთა მოტივირება,
მათი მაქსიმალური ჩართულობა და აქტიური სწავლა. ვფიქრობ, მოსწავლეთა
პროვოცირება კარგად შევძელით გეგმაში წარმოდგენილი აქტივობებისა და რესურსების გამოყენებით.
ცოდნის გააქტიურების მიზნით ვთხოვეთ
მოსწავლეებს, რომლებიც 5 ჯგუფად იყვნენ
დაყოფილნი და დავალებად საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურა და ქართველი სპორტსმენები და მათი
წარმატებები ჰქონდათ შესასწავლი, შეევსოთ მოცემული ცხრილი პროექტის მსვლელობის განმავლობაში: ვიცი/მინდა ვიცოდე/გავიგე
პირველი-ვიცის გრაფა. ჩამოეწერათ ჯგუფურად, თუ რა ინფორმაციას
ფლობდნენ მიცემული დავალების შესახებ კულტურის და
სპორტის თვალსაზრისით. მინდა ვიცოდე-მათთვის საინტერესო მიცემული დავალების ირგვლივ. რა არის და გავიგე
- პროექტის დასრულების შემდეგ თუ რა ცოდნა დააგროვეს ჩამოეწერათ. ასეთი სახის
აქტივობა ნათლად დაანახებდა მათ პროექტის მნიშვნელობას.
მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით მოიძიეს,
შეისწავლეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურა, გაეცვნენ თითეული კუთხის
ფოლკლორს: სიმღერებს და ცეკვებს, ცნობილ მომღერლებს და მოცეკვავებს, მხატვრებს და სპორტსმენებს.
მათ ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, სამზარეულოს და ა.შ. ასევე ჩემი დახმარებით
შექმნეს ვიდეოკოლაჟები და პროექტორის საშუალებით წარმოადგინეს პრეზენტაცია სლაიდის
სახით. შეისწავლეს თითეული კუთხის სიმღერები და ცეკვები. მოაწყვეს ღონისძიება სკოლაში ,,ქართული მუსიკალური
კულტურა“, გამოფენა მოცემულ თემასთან დაკავშირებით. აგრეთვე სპორტული შეჯიბრებები სპორტის
სხვადასხვა სახეობებში: ფეხბურთში, კალათბურთში და მაგიდის ჩოგბურთში.
გამართული ღონისძიებები ძალიან საინტერესო
და მრავალფეროვანი გამოვიდა. აღნიშნულმა სოციალურმა პროექტმა ხელი შეუწყო თანამშრომლობითი
კულტურის გაზრდას პედაგოგებს შორის, საგანთა შორის კავშირების დამყარებას.
პროექტის
მსვლელობის განმავლობაში პედაგოგები ვცდილობდით, რომ ფასილიტატორები ვყოფილიყავით, ეტაპობრივად დავხმარებოდით
მოსწავლეებს და მიგვეცა მათთვის აქტიურად მოქმედების
შესაძლებლობა. ვთვლი, რომ მივაღწიეთ განსაზღვრულ
მიზანს, რადგან ხელი შეეწყო მოსწავლეებში კვლევა-ძიების, სოციალური,
თანამშრომლობითი, პრეზენტაციის, შემოქმედებითი, ანალიტიკურ უნარების განვითარებას.
მოსწავლეები, როგორც ჯგუფურად, ისე
ინდივიდუალურად თვითონ აგებენ ცოდნას. ასეთი სწავლების
დროს ხდება საგანთაშორისი კავშირის
დამყარება და ცოდნის
გამთლიანება.
პროექტში
ჩართულმა პედაგოგებმა საგნობრივი კომპეტენიიდან გამომინარე შევაფასეთ შეფასების
რუბრიკის გამოყენებით მოსწავლეთა ჩართულობა და პრეზენტაცია.
პროექტის სუსტ მხარედ
ჩემი მხრიდან მიმაჩნია ის, რომ ყურადღება ვერ გავამახვილე დროზე და მოსწავლეებმა
სრულყოფილდ ვერ შეძლეს ინფორმაციის მოძიება და სლაიდის უფრო მრავალფეროვნად შექმნა.
Комментариев нет:
Отправить комментарий