Страницы

2019-2020წ. ი.ს.ტ.-ის წრე . ,,ელექტრონული ფოსტა და ბლოგი“


მშობელთა და მოსწავლეთა საყურადღებოდ!


სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის I (პირველ) სემესტრიდან ფუნქციონირებას იწყებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე ,,ჩვენ და კომპიუტერი“ VI  კლასებისათვის.
გაკვეთლები ჩატარდება კვირაში ერთხელ/ორჯელ   16:00 სთ-ზე.
წრის ხელმძღვანელია ისტ-ის მასწავლებელი: ბელა ჩხიტუნიძე.

მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ წრის ხელძღვანელთან. 






ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრის სამუშაო პროგრამა/განრიგი



წრის  სახელწოდება:    „ელექტრონული ფოსტა და ბლოგი“
წრის ხელმძღვანელი:    ბელა ჩხიტუნიძე
სკოლა: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა
მიზნობრივი ჯგუფი: VI კლასის მოსწავლეები.

Ø წრის მიზანია:  საწრეო მუშაობის მიზანია აზროვნების განვითარება, სხვა საგნებში მიღებული ცოდნის განმტკიცება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღება. მოსწავლეებსს შეექმნებათ სწორი წარმოდგენა ინფორმაციის არსსა და აღნიშნულ პროცესებზე, რაც ხელს შეუწყობს მომავალში ბავშვების აზროვნების სწორი მიმართულებით განვითარებას. მოსწავლეებმა ისწავლონ თანამშრომლობა, ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება.  ისწავლონ ისტ-თან დაკავშირებული ცნებები, დაეუფლონ  შესაბამის ოპერაციებს და კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს, გააცნობიერონ ისტ-ით სარგებლობის  სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები. ყოველივე ეს დაეხმარება მათ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში და სხვადასხვა საგნების პრეზენტაციისათვის. წრეში მუშაობა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მიზანმიმართულად გამოიყენონ კომპიუტერი, შეისწავლონ ელემენტარული უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ სამომავლოდ, ცხოვრების ასპარეზზე, აგრეთვე მოსწავლეთათვის კომპიუტერული წიგნიერების  დონის მიღწევა, ისტ-ის გამოყენება სხვადასხვა საგანთან მიმართებაში.

მოკლე მიმოხილვა: წრის გეგმა მოიცავს ელ. ფოსტის და ბლოგის პრაქტიკულად გამოყენებას. წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევის განმტკიცებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. მათ განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიებისა და  მისი პრაქტიკულად გამოყენების უნარი. ისწავლიან გუნდურ მუშაობას, სხვისი აზრის  პატივისცემას.

თითოეული მოსწავლე შეისწავლის ელ. ფოსტაში მუშაობას; ბლოგის შექმნას, გაჯეტების ჩასმას, ინტერფეისის შეცვლას, პრეზენტაციის გამოქვეყნებას ბლოგზე, ვიდეოს გაზიარებასა და ა.შ. ბლოგზე წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. გაკვეთილები მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მუშაობას.
წრის ხანგრძლივობა: 2019-2020 სასწავლო წლის I  სემესტრი,  შეხვედრა. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა კვირაში ორჯერ ერთი საგაკვეთილო საათი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: belachxitunidze@gmail.com


                ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრის მეცადინეობის გეგმა
2019–2020 სასწავლო  წლის I სემესტრი
თარიღი
თემის დასახელება
15.10.2019წ.
საორგანიზაციო საკითხები
წრის მუშაობის გეგმის გაცნობა
18.10.2019წ.
ელექტრონული ფოსტა
v  რა არის ელ. ფოსტა;
v  ელექტრონული ფოსტის შექმნა;
v  ელ.ფოსტის შაბლონის და ფონის შეცვლა.
22.10.2019წ.
v  ელ.ფოსტაში ტექსტის აკრეფვა;
v  ელ. ფოსტაში ფაილის და სურათის ატვირთვა;
v  წერილის გაგზავნა;
v  მიღებული წერილის გახსნა  და წაკითხვა;
25.10.2019წ.
ბლოგზე მუშაობა
v  რა არის ბლოგი შესავალი
v  ახალი ბლოგის შექმნა
v  ბლოგის ინტერფეისის ენის შეცვლა
v  ბლოგზე შესვლა
v  ბლოგის წაშლა და აღდგენა
29.10.2019წ.
v  ბლოგის მაკეტის ცვლილება
v  ბლოგზე შესვლა
v  ბლოგის შაბლონის  და ფონის შეცვლა
v  Html/java script-გაჯეტის ჩასმა  ბლოგზე
01.11.2019წ.
v  პოსტის გამოქვეყნება და ბლოგიდან გამოსვლა
v  პოსტის რედაქტირება და წაშლა
v  პოსტში სურათის ჩასმა
05.11.2019წ.
v  რა არის ინფორმაციული ობიექტი-გაჯეტი.გაჯეტის სახელის შეცვლა
v  გაჯეტის წაშლა
v  ახალი გაჯეტის ჩასმა,გაჯეტების გადაადგილება
08.11.2019წ.
ვიდეოს გაზიარება ბლოგზე
12.11.219წ.
პრეზენტაციის გამოქვეყნება ბლოგზე
14.11.2019წ.
ბმულის შექმნა  პოსტში
ჩატარებული საწრეო სამუშაოების შედეგები,შეჯამება




15.10.2019წ.   საორგანიზაციო საკითხები წრის მუშაობის გეგმის გაცნობა;


18.10.2019წ. 
vრა არის ელ. ფოსტა;
v  ელექტრონული ფოსტის შექმნა;
v  ელ.ფოსტის შაბლონის და ფონის შეცვლა.




 22.10.2019წ. 
  vელ.ფოსტაში ტექსტის აკრეფვა;
v  ელ. ფოსტაში ფაილის და სურათის ატვირთვა;
v  წერილის გაგზავნა;
v  მიღებული წერილის გახსნა  და წაკითხვა;



25.10.2019წ.
  v რა არის ბლოგი შესავალი
v  ახალი ბლოგის შექმნა
v  ბლოგის ინტერფეისის ენის შეცვლა
v  ბლოგზე შესვლა

v  ბლოგის წაშლა და აღდგენა






29.10.2019წ. 
v  ბლოგის მაკეტის ცვლილება
v  ბლოგზე შესვლა
v  ბლოგის შაბლონის  და ფონის შეცვლა

v  Html/java script-გაჯეტის ჩასმა  ბლოგზე







01.11.2019წ.
vპოსტის გამოქვეყნება და ბლოგიდან გამოსვლა
v  პოსტის რედაქტირება და წაშლა
v  პოსტში სურათის ჩასმა











05.11.2015წ.   
   v რა არის ინფორმაციული ობიექტი-გაჯეტი.გაჯეტის სახელის შეცვლა
v  გაჯეტის წაშლა
v  ახალი გაჯეტის ჩასმა,გაჯეტების გადაადგილება








08.11.2019წ.
ვიდეოს გაზიარება ბლოგზე






12.11.2019წ. 
პრეზენტაციის გამოქვეყნება ბლოგზე





14.11.2019წ.
ჩატარებული საწრეო სამუშაოების შედეგები,შეჯამება








სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის
ი.ს.ტ.-ის პედაგოგის ბელა ჩხიტუნიძის ი.ს.ტ.-ის წრის მუშობის
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

2019-2020 სასწავლო წრის I სემესტრში შევქმენი ი.ს.ტ.-ს წრე სახელწოდებით: ,, „ელექტრონული ფოსტა და ბლოგი.  
წრეზე განსახილვევლი თემები წინასწარ იყო გაწერილი. წრის გეგმა მოიცავდა ელექტრონული ფოსტის, ბლოგის და ინტერნეტის პრაქტიკულად გამოყენებას.
ინფორმაცია გამოვაქვეყნე საკუთარ ბლოგზე  https://belusi1971.blogspot.com/ი.ს.ტ. წრის მუშაობის/განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე https://belusi1971.blogspot.com/p/blog-page_13.html.
მიზნობრივი ჯგუფი: VI კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა რაოდენობა 10;
წრის ხანგრძლივობა: 2019-2020 სასწავლო წლის  პირველი სემესტრი, 10 შეხვედრა. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათი.
წრის მიზანი იყო: მოსწავლეებმა შეძლონ კომპიუტერული უნარ-ჩვევების შეძენა-განმტკიცება, თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება. იციან ისტ-თან დაკავშირებული ცნებები და ფლობდნენ შესაბამის ოპერაციებს და კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს, გააცნობიერებენ  ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას  სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. ყოველივე ეს დაეხმარება მათ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში, როგორც ი.ს.ტ.-ში ასევე და სხვადასხვა საგნებში, მათ შესაძლებლობა ექნებათ უკეთ გააკეთონ სხვადასხვა საგნებში პრეზენტაცია.
მოკლე მიმოხილვა: წრის გეგმა მოიცავდდა ელექტრონული ფოსტის, ბლოგის და  ინტერნეტის პრაქტიკულად გამოყენებას. წრის მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევის განმტკიცებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. მათ განუვითარდათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიების და პრაქტიკულად მისი გამოყენების უნარ-ჩვევები. ასევე მან ხელი შეუწყო  საგნის პოპულარიზაციას.   მოსწავლეებს გაუღვივდათ საგნისადმი ინტერესი და პატივისცემარაც რამდენიმე  მოსწავლის აკადემიურ შედეგზეც კი აისახა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა და მოტივაციას ზრდიდა ბლოგზე მუშაობა. მოსწავლეები მუშაობდნენ ინდივიდუალურად, ჯგუფებსა და წყვილებში.
წრის პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებს გავაცანი წრის გეგმა. შემდეგი ორი გაკვეთილი ვმუშაობდით ელ ფოსტაში ელ.ფოსტის შექმნა; შაბლონის და ფონის შეცვლა, ტექსტის აკრეფვა, სურათის და ფაილის ატვირთვა; წერილის გაგზავნა; მიღებული წერილის გახსნა და წაკითხვა). შემდეგი რვა გაკვეთილი ვმუშაობდით ბლოგზე (ბლოგის შექმნა, ბლოგის ინტერფეისის, ენის შეცვლა, ბლოგზე შესვლა, ბლოგის წაშლა და აღდგენა, ბლოგის მაკეტის ცვლილება, ბლოგზე შესვლა, ბლოგის შაბლონის  და ფონის შეცვლა, Html/java script-გაჯეტის ჩასმა  ბლოგზე. პოსტის გამოქვეყნება და ბლოგიდან გამოსვლა, პოსტში სურათის ჩასმა, პოსტის რედაქტირება და წაშლა, რა არის ინფორმაციული ობიექტი გაჯეტი.გაჯეტის სახელის შეცვლა გაჯეტის წაშლა, ახალი გაჯეტის ჩასმა, გაჯეტების გადაადგილება, ვიდეოს გაზიარება ბლოგზე, პრეზენტაციის გამოქვეყნება ბლოგზე, ბმულის შექმნა  პოსტში). წრის მუშაობა ბოლო გაკვეთილი ჩავატარეთ ნასწავლი საკითხების შეჯაების სახით. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მუშაობა იყო საინტერესო და შინაარსიანი, ამავდროულად ხალისიანიც. მათ აღნიშნეს, რომ ნასწავლი მასალა გამოიყენეს და სხვადასხვა საგნებში. ბლოგზე ატვირთეს თავიანთი ნამუშევრები და პრეზენტაციები.
აქიდან გამომდინარე სურვილი მაქვს სამომავლოდაც გავაგრძელო მსგავსი ტიპის მუშაობა, რაც ხელს შეუყწობს არამარტო ი.ს.ტ.-ის არამედ სხვა საგნების მრავალფეროვნად წარმოჩენას.








Комментариев нет:

Отправить комментарий