მშობელთა და მოსწავლეთა საყურადღებოდ!
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლის I (პირველ) სემესტრიდან ფუნქციონირებას იწყებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე ,,ისტ ჩვენს ცხოვრებაში“ IX-XII კლასებისათვის.
გაკვეთლები ჩატარდება კვირაში ერთხელ სამშაბათ დღეს 14:10 სთ-ზე.
წრის ხელმძღვანელია ისტ-ის მასწავლებელი: ბელა ჩხიტუნიძე.
მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ წრის ხელძღვანელთან.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე -
"ისტ-ი ჩვენს ცხოვრებაში"
09.10.2018წ. - ისტ-ის საწრეო მუშაობის მეორე გაკვეთილი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე -
"ისტ-ი ჩვენს ცხოვრებაში"
ინფორმაციული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების წრის
სამუშაო პროგრამა/განრიგი
წრის სახელწოდება: „ისტ-ი ჩვენს ცხოვრებაში“;
წრის ხელმძღვანელი: ბელა ჩხიტუნიძე;
სკოლა: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს
საჯარო სკოლა
მიზნობრივი ჯგუფი: VIII-XII კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა რაოდენობა 10;
წრის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ კომპიუტერული უნარ-ჩვევების
შეძენა-განმტკიცება. თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება. იცოდნენ ისტ-თან
დაკავშირებული ცნებები და ფლობდნენ შესაბამის ოპერაციებს და კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს,
გააცნობიერონ ისტ-ით სარგებლობის სოციალური, ეთიკური, გარემოს
დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები, ყოველივე ეს დაეხმარება
მათ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში და სხვადასხვა საგნების პრეზენტაციისათვის.
მოკლე მიმოხილვა: წრის გეგმა მოიცავს საოფისე პროგრამების
და ინტერნეტის პრაქტიკულად გამოყენებას. წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომპიუტერული
უნარ-ჩვევის განმტკიცებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. მათ განუვითარდებათ
დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიების და პრაქტიკულად მისი გამოყენების
უნარი.
წრის ხანგრძლივობა: 2018-2019 სასწავლო წლის პირველი სემესტრი, 12 შეხვედრა. თითოეული შეხვედრის
ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: chxitunidze.bela@gmail.com
ინფორმაციული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების წრის მეცადინეობის გეგმა
2018–2019 სასწავლო წელი
მეცადინეობის ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათი
მეცადინეობის ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათი
თარიღი
|
თემის დასახელება
|
02.10.2018წ.
|
საორგანიზაციო საკითხები; წრის
მუშაობის გეგმის გაცნობა.
|
09.10.2018წ.
|
საქაღალდის, ქვესაქაღალდის და ფაილის შექმნა;
Word–ის ფაილთან მუშაობა: ამოჭრა,
კოპირება, ჩასმა, შრიფტის ზომა, ფერი და ფორმა; ტექსტის დანომვრა; სიმბოლოების
ჩასმა; მოც. ტექსტებზე მუშაობა.
|
16.10.2018წ.
|
Word–ის ფაილში ცხრილების ჩასმა; ცხრილის ფორმატირება; ტექსტში
სურათის ჩასმა და მასზე მოქმედებები. სავარჯიშს შესრულება.
|
23.10.2018წ.
|
დოკუმენტის სტრუქტურის განსაზღვრა; SmartArt; სარჩევის,
სანიშნეების და ჰიპერბმულების შექმნა. სავარჯიშოს შესრულება.
|
30.10.2018წ.
|
ტექსტზე მუშაობა; გვერდის პარამეტრების განსაზღვრა; ფიგურების ჩასმა (ხატვა); ბეჭდვისწინა
დათვალიერება, დოკუმენტის ბეჭდვა; სკანირება.
|
06.11.2018წ.
|
ელექტრონული ცხრილის სტრუქტურა; მონაცემთა შეტანა
ელექტრონულ ცხრილში; მონაცემთა ტიპები (ტექსტური, რიცხვითი, ფორმულა, თარიღი) და
მათ შორის განსხვავება; სავარჯიშოს შსრულება.
|
13.11.2018წ.
|
ფორმულების გამოყენება. უჯრის შიგთავსის დამოკიდებულება
სხვა უჯრების შიგთავსზე; დიაგრამები
და მათი სახეობები; მონაცემების გაფილტვრა და დალაგება. სავარჯიშოს შესრულება.
|
20.11.2018წ.
|
საპრეზენტაციო პროგრამა-
სლაიდების შექმნა; დიზაინი; ანიმაციები; სლაიდში სურათის ცხრილის, SmartArt-ისა და დიაგრამის ჩასმა. სლაიდის გაშვება. სავარჯიშოს შესრულება.
|
27.11.2018წ.
|
პრეზენტაცია თემაზე: საქართველოს
კუთხეები;
|
04.12.2018წ.
|
სასაძიებო სისტემები-გუგლიძიება
გუგლის გამოყენებით; ბრაუზერებთან მუშაობა. სურათების გადმოწერა; პროგრამის
ინსტალაცია.
|
11.12.2018წ.
|
ელექტრონულ ფოსტასთან
მუშაობა. ბლოგის შექმნა.
|
18.12.2018წ.
|
ჩატარებული საწრეო სამუშაოების შედეგები, შეჯამება.
|
02.10.2018წ. - ისტ-ის საწრეო მუშაობის პირველი გაკვეთილი
საორგანიზაციო საკითხები: წრის მუშაობის გეგმის გაცნობა.
09.10.2018წ. - ისტ-ის საწრეო მუშაობის მეორე გაკვეთილი
- საქაღალდის, ქვესაქაღალდის და ფაილის შექმნა;
- Word–ის ფაილთან მუშაობა: ამოჭრა, კოპირება, ჩასმა, შრიფტის ზომა, ფერი და ფორმა;
- ტექსტის დანომვრა;
- სიმბოლოების ჩასმა;
- მოც. ტექსტებზე მუშაობა.
16.10.2018წ. - ისტ-ისტ საწრეო მუშაობის მესამე გაკვეთლი
- Word–ის ფაილში ცხრილების ჩასმა;
- ცხრილის ფორმატირება;
- ტექსტში სურათის ჩასმა და მასზე მოქმედებები.
- სავარჯიშს შესრულება.
23.10.2018წ. - ისტ-ის საწრეო მუშაობის მეოთხე გაკვეთილი
- დოკუმენტის სტრუქტურის განსაზღვრა;
- SmartArt ;
- სარჩევის, სანიშნეების და ჰიპერბმულების შექმნა.
- სავარჯიშოს შესრულება.
30.10.2018წ. - ისტ-ის საწრეო მუშაობის მეხუთე გაკვეთილი
- ტექსტზე მუშაობა;
- გვერდის პარამეტრების განსაზღვრა;
- ფიგურების ჩასმა (ხატვა)
- ბეჭდვისწინა დათვალიერება, დოკუმენტის ბეჭდვა;
- სკანირება.
06.11.2018წ. - ისტ-ის საწრეო მუშაობის მეექვსე გაკვეთილი
- ელექტრონული ცხრილის სტრუქტურა;
- მონაცემთა შეტანა ელექტრონულ ცხრილში;
- მონაცემთა ტიპები (ტექსტური, რიცხვითი, ფორმულა, თარიღი) და მათ შორის განსხვავება;
- სავარჯიშოს შესრულება.
13.11.2018წ. - ისტ-ის საწრეო მუშაობის მეშვიდე გაკვეთილი
- ფორმულების გამოყენება.
- უჯრის შიგთავსის დამოკიდებულება სხვა უჯრების შიგთავსზე;
- დიაგრამები და მათი სახეობები;
- მონაცემების გაფილტვრა და დალაგება.
- სავარჯიშოს შესრულება.
27.11.2018წ. - ისტ-ის საწრეო მუშაობის მერვე გაკვეთილი
საპრეზენტაციო პროგრამა- სლაიდების შექმნა: დიზაინი;
ანიმაციები;
სლაიდში სურათის, ცხრილის,
martArt-ისა და დიაგრამის ჩასმა.
სლაიდის გაშვება.
სავარჯიშოს შესრულება.
27.11.2018წ. - ისტ-ის საწრეო მუშაობის მეცხრე გაკვეთილი
პრეზენტაცია თემაზე: ,,საქართველოს კუთხეები"
11.12.2018წ. - ისტ-ის საწრეო მუშაობის მეათე გაკვეთილი
- სასაძიებო სისტემები-გუგლიძიება გუგლის გამოყენებით;
- ბრაუზერებთან მუშაობა.
- სურათების გადმოწერა;
- პროგრამის ინსტალაცია.
04.12.2018წ. - ისტ-ის საწრეო მუშაობის მეთერთმეტე გაკვეთილი
- ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობა.
- ბლოგის შექმნა.
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
საიმერლოს საჯარო სკოლის
ი.ს.ტ.-ის პედაგოგის ბელა ჩხიტუნიძის
ი.ს.ტ.-ის წრის მუშობის
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
2018-2019 სასწავლო წრის I სემესტრში
შევქმენი ი.ს.ტ.-ს წრე სახელწოდებით: ,,ი.ს.ტ. ჩვენს ცხოვრებაში“.
წრეზე
განსახილვევლი თემები წინასწარ იყო გაწერილი, რომელიც შესაბამისობაში იყო ე.ს.გ.-თან. წრის გეგმა მოიცავდა საოფისე
პროგრამების და ინტერნეტის პრაქტიკულად გამოყენებას.
ინფორმაცია გამოვაქვეყნე სკოლის და პირად სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/groups/2166626120056501/?ref=group_browse_new
და საკუთარ ბლოგზე http://belusi1971.blogspot.com. ი.ს.ტ. წრის მუშაობის/განხორციელებული
აქტივობების ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე https://belusi1971.blogspot.com/p/blog-page_24.html
მიზნობრივი
ჯგუფი: VIII-XII კლასის
მოსწავლეები, მოსწავლეთა რაოდენობა 10;
წრის
ხანგრძლივობა: 2018-2019 სასწავლო
წლის პირველი სემესტრი, 12 შეხვედრა. თითოეული შეხვედრის
ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათი.
წრის
მიზანი იყო: მოსწავლეებმა
შეძლონ კომპიუტერული უნარ-ჩვევების შეძენა-განმტკიცება, თვალსაჩინოებების შექმნა
და გამოყენება. იციან ისტ-თან დაკავშირებული ცნებები და ფლობდნენ შესაბამის
ოპერაციებს და კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს, გააცნობიერებენ ისტ-ის
გამოყენების მნიშვნელობას სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და
ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. ყოველივე ეს
დაეხმარება მათ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში, როგორც ი.ს.ტ.-ში ასევე და
სხვადასხვა საგნებში, მათ შესაძლებლობა ექნებათ უკეთ გააკეთონ სხვადასხვა საგნებში
პრეზენტაცია.
მოკლე მიმოხილვა: წრის გეგმა მოიცავდდა საოფისე
პროგრამების და ინტერნეტის პრაქტიკულად გამოყენებას. წრის მუშაობამ ხელი შეუწყო
მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევის განმტკიცებას, მოსწავლეების მოტივაციის
ამაღლებას. მათ განუვითარდათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიების
და პრაქტიკულად მისი გამოყენების უნარ-ჩვევები. ასევე მან ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას. მოსწავლეებს გაუღვივდათ საგნისადმი ინტერესი და პატივისცემა, რაც რამდენიმე მოსწავლის აკადემიურ შედეგზეც კი აისახა. განსაკუთრებულ ინტერესს
იწვევდა და მოტივაციას ზრდიდა პროგრამა
PowerPoint Presentation მუშაობა. მოსწავლეები მუშაობდნენ ინდივიდუალურად,
ჯგუფებსა და წყვილებში.
წრის
პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებს გავაცანი წრის გეგმა. შემდეგი ოთხი გაკვეთილი
ვმუშაობდით Word-ის ფაილში (ტექსტზე მუშაობა; სურათების ჩასმა; ხატვა; ცხრილში მუშაობა;
SmartArt-ში მუშაობა; ბეჭვდა და სკანირება). შემდეგი ორი გაკვეთილი ვმუშაობდით
ელექტრონულ ცხრილებში (მონაცემთა შეტანა
ელექტრონულ ცხრილში; მონაცემთა ტიპები
(ტექსტური, რიცხვითი, ფორმულა,
თარიღი) და მათ შორის
განსხვავება; ფორმულების გამოყენება. უჯრის
შიგთავსის დამოკიდებულება სხვა
უჯრების შიგთავსზე; დიაგრამები
და მათი სახეობები;
მონაცემების გაფილტვრა და
დალაგება. სავარჯიშოების შესრულება); შემდეგი
ორი გაკვეთილი საპრეზენტაციო პროგრამა (სლაიდების შექმნა;
დიზაინი; ანიმაციები; სლაიდში სურათის, ცხრილის, SmartArt-ისა და დიაგრამის
ჩასმა, სლაიდის გაშვება, სავარჯიშოს შესრულება, შექმნეს პრეზენტაცია თემაზე:
საქართველოს კუთხეები). შემდეგი ერთი გაკვეთილი იმუშავეს ინტერნეტთან (სასაძიებო სისტემები-გუგლიძიება
გუგლის გამოყენებით; ბრაუზერებთან მუშაობა. სურათების გადმოწერა; პროგრამის ინსტალაცია).
შემდეგი ერთი გაკვეთილი ელ. ფოსტასთან და ბლოგზე მუშაობა. წრის მუშაობა ბოლო გაკვეთილი
ჩავატარეთ ნასწავლი საკითხების შეჯაების სახით. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მუშაობა
იყო საინტერესო და შინაარსიანი, ამავდროულად ხალისიანიც. მათ აღნიშნეს, რომ
ნასწავლი მასალა გამოიყენეს სხვადასხვა საგნებში, მაგ: მათემატიკაში გააკეთეს
პროექტები თემაზე: ,,სტატისტიკა“, სადაც მათ ააგეს სხვადასხვა სახის დიაგრამები.
აქიდან
გამომდინარე სურვილი მაქვს სამომავლოდაც გავაგრძელო მსგავსი ტიპის მუშაობა, რაც ხელს შეუყწობს
არამარტო ი.ს.ტ.-ის არამედ სხვა საგნების მრავალფეროვნად წარმოჩენას.
წრის ხელმძღვანელი: ბელა ჩხიტუნიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий