Страницы

სოციალური პროექტი ,,ქართული ხალხური სიმღერები“

თემა
,,ქართული ხალხური სიმღერები“
რეგიონი
ქვემო ქართლი, მარნეული
სკოლა
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა.
პროექტის ავტორი
ბელა ჩხიტუნიძე
ტელეფონი
551 09 73 55
ელექტრონული ფოსტა
Chxitunidze.bela@gmail.com
რომელი კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას პროექტში
Vა კლასი
რამდენი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას პროექტში
21 მოსწავლე
რომელ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ან სათემო ჯგუფებთან არის დაგეგმილი თანამშრომლობა
მოსწავლეთა მშობლებთან, თემთან.
პროექტის დაწყებისა და დასრულების თარიღი 
14.10.2019წ.- 08.11.2019წ.
სოც. პროექტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები:
მოკლევადინი: მომოსწავლეთა გათვიცნობიერება ქართული ხალხური სიმღერების მოსმენის და კომპიუტერში/მობილურ ტელეფონში გადმოწერის უარყოფითი და დადებითი მხარეების შესახებ.
გრძელვადიანი: მოსწავლეების მიერ ქართული ხალხური სიმღერების მოსმენა და გადმოწერა კომპიუტერსა და მობილურ ტელეფონში. სიმღერის გადმოწერის დროს ეთიკის ნორმების დაცვა და სასწავლო-შემეცნებითი მიმართულების მიცემა.
თემის შინაარსი
ქართული ხალხური სიმღერის  როლი და  ადგილი მოზარდის ცხოვრებაში.
პრობლემა
თანამედროვე ბავშვები ნაკლებად ინტერესდებიან ქართული ფოლკლორით. უფრო მეტად თანამედროვე მუსიკას უსმენენ. ეს პროექტი დამეხმარება ნაწილობრივ მაინც გადავჭრა პრობლემა, რომელიც დღევანდელი ახალი თაობის ძირითად ნაწილს მოიცავს. ასევე დავანახო მშობელს შვილის სხვა უნარები (მუსიკალური,     თეატრალური და ა.შ), შევცვალო მათი დამოკიდებულება შვილების  და სკოლის მიმართ, ასევე სასკოლო  ცხოვრება გავხადო მრავალფეროვანი და საინტერესო, ავაგო სხვა ურთიერთობები მოსწავლეებთან საგაკვეთილო პროცესის მიღმა.
დღევანდელობისთვის ამ მეტად აქტუალური საკითხების გამო, საჭიროდ ჩავთვალე მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჩართვით სოციალური პროექტის მომზადება.  
პროექტის  მიზნები და ამოცანები
·         მოსწავლეები უკეთესად გაიცნობენ ქართულ ფოლკლორს;
·   მოსწავლეები და მათი მშობლები შეძლებენ როგორც ურთიერთთანამშრომლობის, ასევე ვირტუალურ სამყაროში თანამშრომლობის, ტოლერანტულობის  უნარ-ჩვევებს.
·     გაიზრდება მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.

o   ჯგუფების დაკომპლექტება მოსწავლეების კენჭისყრის საშუალებით;
o   სახელწოდების შერჩევა ჯგუფებისთვის;
o   ინფორმაციის მოძიება სოციალური ქსელების შესახებ;
o   კედლის გაზეთის შექმნა;
o   ბუკლეტების დამზადება;
o   გულსაბნევების დამზადება;
o   გამოკითხვის ჩატარება მშობელთა ჩართულობით თემში -  ანკეტის საშუალებით;
o   პრეზენტაცია;
o   დაჯილდოება.
პროექტის  მიზნები და ამოცანები
ი.ს.ტ.-ის სტანდარტი
ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას.
ის.ტექნ.დაწყ.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის;
ü  იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
ü  ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
ü  ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
ü  მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე.
ü  ახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიან კომბინირებას;
ü  ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის შექმნისას კომბინირებულად იყენებს ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალას.
ü  გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
ü  იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს (მაგალითად: იცავს ქსელის უსაფრთხოების წესებს, პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობის ნორმებს, ციფრული რესურსების მისაწვდომობის ნორმებს).
პროექტის მოსალოდნელი შედეგები
o   მოსწავლეები უკეთესად გაიცნობენ მობილური ტელეფონის შესახებ ინფორმაციას და მასთან დამოკიდებულების მნიშვნელობას;
o  გაეცნობიან მობილური ტელეფონით სარგებლობის დადებით და უარყოფით მხარეებს;
o  მოსწავლეებს განუვითარდებათ: შემოქმედებითობის, პრაქტიკული და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
o   ჯგუფების დაკომპლექტება მოსწავლეების კენჭისყრის საშუალებით;
o   მოსწავლეები შეძლებენ მობილურ ტელეფონთან უფრო კორექტულ დამოკიდებულებას;
o   მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შორის ურთიერთობა უფრო სასარგებლო გახდება მობილური ტელეფონის მოხმარების  დადებით და უარყოფით მხარეებთან მიმართებაში;
o   გაიზრდება მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
   

პროექტის განრიგი
N
საქმიანობა
პასუხისმგებელი პირი
I კვირა
II კვირა
III კვირა
IV კვირა
1
ჯგუფების დაკომპლექტება მოსწავლეების კენჭისყრის საშუალებით; სახელწოდების შერჩევა ჯგუფებისთვის
მოსწავლეები       მასწავლებელი
ü   



2
ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით მობილურის შესახებ
მოსწავლეები  მასწავლებელი
ü   



3
დისკუსია
მოსწავლეები  მასწავლებელი
ü   



4
გამოკითხვს ჩატარება
მოსწავლეები

ü   


5
კედლის გაზეთის შექმნა
მოსწავლეები  მასწავლებელი

ü   


6
მონიტორიგის ჩატარება მოსწავლეებში გამოკითხვით: ,,რა გავიგე, რა ვიცი, რა მინდა ვიცოდე“
მოსწავლეები  მასწავლებელი


ü   

7
მშობლების მოწვევა, დისკუსიის გამართვა;
მოსწავლეები;      მასწავლებელი;   მშობლები.



ü   

8
შედეგების ანალიზი; შეფასება; პრეზენტაცია;
მოსწავლეები    მასწავლებელი



ü   


პროექტის თვითშეფასების რუბრიკა

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
       შემოქმედებითობა და გამომგონებლობა;
       მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
       ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება.
       სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;       
       მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად; ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად. სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
       ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
        ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინიციატივის გამოჩენა, უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე დახვეწის მიზნით;
       დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
       რისთვის გვჭირდება ხალხური სიმღერა?
               თემატური კითხვა:
       რა მნიშვნელობა აქვს ფოლკლორს მოზარდის ცხოვრებაში?
                შინაარსობრივი კითხვა:
       რომელი კუთხის ხალხური სიმღერები მოგწონთ?
       რომელია თქვენი საყვარელი ხალხური სიმღერების შემსრულებელი?
       აქვს თუ არა ხალხური სიმღერების კომპიუტერში ან მობილურ ტელეფონში გადმოწერის სარგებლობის დროს მისი ყველა ფუნქციის გამოყენების უფლება;
მისაღწევი შედეგები
·         გაიფართოვებენ გონებრივ ჰორიზონტს;
·         განივითარებენ ჯგუფში მუშაობის, სხვებისთვის აზრის გაზიარების, ურთიერთთანამშრომლობის, შემოქმედებით, დისკუსიის უნარს;
·         გამოუმუშავდებათ ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები.
·          ინტერვიუს აღების, ლიტერატურაზე მუშაობის,  მასალის მოძიებისა, შეფასებისა და  ანალიზის უნარები.
·         გაიზრდება მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
·         გადაიღებენ ფოტოებს და შექმნიან პროექტის ამსახველ სტენდს;
·         მსჯელობა და საკუთარი აზრი ურთიერთთდაცვა (მშობლებთან ერთად) კიბერუსაფრთხოება.
·         მოსწავლეები გაეცნობიან როდის არის სამართებლივად დასჯადი ქართული ხალხური სიმღერების გადმოწრა მობილური ტელეფონში ან კომპიუტერში, როდის არღვევენ ეთიკურ ნორმებს.
რესურსი
საკლასო ოთახი შეხვედრებისათვის; კომპიუტერი; პროექტორი; ფურცლები, ფანქრები, კალამი, ფლიფჩარტი
პროეტების განხორციელების რისკები და ხარვეზები
ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებისას ელეტროენერგგის გათიშვა;
მშობელთა და მოსწავლეთა ჩართულობა.

პროექტისათვის საჭირო ინფორმციის და  ვიდეო მასალის  წინასწარ გადმოწერა კომპიუტერში; წინასწარ  მშობლების ინფორმირება; მოსწავლეთა ინტერესების გაზრდა წინასწარი საუბრებით.


პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი

დაკვირვების საგანი
კომენტარი
1
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში?

2
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

3
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ?

4
ჰქონდათ თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი?

5
იყვნენ თუ არა ჯგუფებში პასიური წევრები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი

6
სწორად ჰქონდათ თუ არა არჩეული გეზი და იყვნენ თუ არა შემოქმედებითად ჩართული სამუშაო პროცესში?


მოსწავლეთა  თვითშეფასების ცხრილი

კრიტერიუმები
დიახ
არა
1
ხალისით ვმუშაობდი პროექტის აქტივობებზე


2
ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა წევრთან


3
გულახდილი ვიყავი დასმულ შეკითხვებზე პასუხისას


4
სიამოვნებით ვიმუშავებდი კვლავ მსგავს პროექტზე


მასწავლებლის თვითშფასების კითხვარი

კრიტერიუმები
დიახ
არა
1
პროექტის დაგეგმვისას გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები


2
მოვახერხე პროექტში ყველა მსოწავლის ჩართვა


3
მივაღწიე მოსალოდნელ შედეგს


4
პროექტი დასრულდა გაწერილ დროში

























სოციალური პროექტის -  ,,ქართული ხალხური სიმღერები“- რეფლექსია
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტისსოფელ საიმერტლოს სჯარო სკოლის
 ი.ს.ტ. მასწავლებელი ბელა ჩხიტუნიძე


სოციალური  პროექტის: ,,ქართული ხალხური სიმღერები“ სსიპ მარნეულის მუნიცპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში განხორციელდა   14.10.2019 წლიდან – 08.11.2019წლის  ჩათვლით.  მასში ჩაერთო Vა კლასის მოსწავლეები.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები უკეთესად გაიცნობენ ქართულ ფოლკორს.
პროექტმა მისცა მოსწავლეებს მშობლებს, თემს შესაძებლობა კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ პრობლემის არსი. პრიორიტეტებად დაესახათ მოზარდის პიროვნული განვითარება. მოსწავლეები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ პრობლემის სირთულეს პროექტის ფარგლებში მიეცათ საშუალება დაფიქრებულიყვნენ და გაეთავისებინათ ხალხური სიმღერის მნიშვნელობა. პროექტმა ჩვენს მოსწავლეებს შესძინა ცოდნა, დამოკიდებულება და გამოუმუშავა უნარ-ჩვევები.
პროექტის  ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობები.
პროექტის   პირველ კვირას დაკომპლექტდა ჯგუფები კენჭისყრის საშუალებით. შეირჩა კგუფების სახელწოდებები. მოხდა ინფორმაციის მოძიება; დისკუსია;
 მეორე კვირას მოხდა გამოკითხვის ჩატარება; მესამე კვირას  მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი, რომელიც გამოიკრა სკოლის ფოიეში.
მესამე კვირას მოხდა მშობლების მოწვევა და გაიმართა დისკუსია. მეოთხე კვირას კი-პროექტის შეჯამება, პრეზენტაცია და დაჯილდოება.
მოსწავლეებს ხშირად  ვაძლევდი მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს. ეს შეკითხვები შემოიფარგლებოდა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვებით. უნდა აღინიშნოს, რომ შედეგებმა და ინდიკატორებმა ცხადყო, რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ დაძლია პროექტზე მუშაობა. პროექტის მსვლელობისას აქტიურად ვეწეოდი მონიტორინგს. შევადგინე თვითშეფასების მარტივი კითხვარი მოსწავლეებისათვის და მასწავლებლისათვის.
პროექტის მოკლევადიანმა და გრძელვადიანმა მიზნებმა მიმიყვანა საბოლოო შედეგამდე: შედგა მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში; ბავშვებმა უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს წიგნის და კომპიუტერის სასარგებლო და ზიანის მოტანის შესახებ.
პროექტის განხორციელებისას შეიძლებოდა წამოჭრილიყო რისკები და შესაძლო ხარვეზები, ამიტომ მათი თავიდან აცილების გზები გათვალისწინებული მქონდა.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროექტში და მათი თქმით პროექტში მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ საჭიროებისამებრ.

Комментариев нет:

Отправить комментарий