Страницы

შებრუნებული საკლასო ოთახი


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ბელა ჩხიტუნიძე, პ/ნ28001067458
საგანი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/ მე-6
მოსწავლეთა რაოდენობა: 27
გაკვეთილის თემა: ,,საქართველოს ისტორიული ღირშესანიშნაობები“ - საპრეზენტაციო პროგრამაში.

გაკვეთილის მიზანი:  ის.ტექ..დაწყ.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება; ის.ტექ..დაწყ.4. მოსწვლემ უნდა შესძლოს სხვადასვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას.

მოკლევადიანი: სლაიდებთან მუშაობა:სლაიდის და მისი დანიშნულება, სლაიდის პარამეტრები და შემადგენელი ელემენტები, ობიექტები სლაიდზე და მათი გაფორმება,  სურათების და ტექსტის ჩასმა, სლაიდების ფორმატირება, სლაიდების  გადაადგილება, კოპირება, ამოჭრა, ჩასმა, წაშლა, სტილები, შაბლონები, თემები, ანიმაცია.  

გრძელვადიანი: საპრეზენტაციო პროგრამის შესწავლა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევების განმტკიცებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. მათ განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიების და პრაქტიკულად მისი გამოყენების უნარ-ჩვევები. ასევე იგი ხელს შეუწყობს  საგნის პულარიზაციას. მოსწავლეები შეძლებენ პრეზენტაციის მრავალფეროვნად და საინტერესოდ შექმნას სხვა საგნებისათვის.  


გაკვეთილი ტარდება შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდით:
მოსწავლეებს გაკვეთილის ჩატადღით ადრე ელ. ფოსტაზე ვუგზავნი დღით ადრე ელ. ფოსტაზე ვუგზავნი ინფორმაციას ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის და კახეთის ისტორიული ღირშესანიშნავობების შესახებ.



N

აქტივობის აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები

დრო (წთ)

1

აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და გაკვეთილის მიზნის გაცნობა მოსწავლეებისათვის:

გაკვეთილის თემა: საპრეზენტაციო პროგრამაში მუშაობა-,,საქართველოს ისტორიული ღირშესანიშნავობები“

·      ვაკეთებ მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვას.

· მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს

·         შევქმნი პოზიტიურ სასწავლო გარემოს.

ვერბალური;

მოსწავლეთა განწყობის შექმნა.

 

 

მთელი კლასი

საკლასო ჟურნალი; კალამი;

შეფასების რუბრიკები


 2 წთ.



 

აქტივობა 2. წინარე ცოდნის გააქტიურება

გამოწვევის ფაზაზე წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით, გამოძახების ჩხირების გამოყენებით მოსწავლეებს ვთხოვ, უპასუხონ კითხვებს:
1.       ჩამოვთვალოთ საოფისე პროგრამები? (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint);
2.       რა არის პრეზენტაცია? (აუდიტორიისათვის რაიმე თემის, საკითხის წარდგენას ნიშნავს, რომლის მიზანია მსმენელისათვის ინფორმაციის მიწოდება გასაგები და საინტერესო ფორმით).
3.       რისგან შედგება საპრეზენტაციო ფაილი? (რამდენიმე სხვადასხვა ფორმის და შინაარსის სლაიდისგან, ანუ ფურცლისგან);
4.       რამდენი მაკეტისგან შედგება სლაიდი? (9 მაკეტისგან და თითეულ მაკეტს სხვადასხვა დანიშნულება აქვს).


გონებრივი იერიში;

შემთხვევითობის პრინციპი;
კითხვა-პასუხი


 



მთელი კლასი;
ინდივიდუალური

 

გამოძახების ჩხირები;

კითხვები

 


4 წთ.

 

აქტივობა 3. მოსწავლეებს ვაძლევ შეკითხვას
· საქართველოს რომელი კუთხის ისტორიულ ღირშესანიშნავ ადგილებში ხართ ნამყოფი?
· რომელი დაგამახსოვრდათ განსაკუთრებულად?
·  რომელი ისტორიული ძეგლის ნახვას ისურვებდით?

აქტივობა 4. ჯგუფებში მუშაობა:
 კლასი იყოფა 4 ჯგუფად. თითეულ ჯგუფს ეძლევა დავალება
·         პირველმა ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარონ სახლში შესრულებული დავალება, შეაჯერონ თავიანთი ნამუშევარი   წარმოადგინონ ფორმატზე პრეზენტაცია თემაზე ,,ქვემო ქართლის ისტორიული ღირშესანიშნავი ადგილები“;
·         მეორე ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარონ სახლში შესრულებული დავალება, შეაჯერონ თავიანთი ნამუშევარი და ფორმატზე წარმოადგინონ პრეზენტაცია თემაზე ,,შიდა ქართლის ისტორიული ღირშესანიშნავი ადგილები“;
·         მესამე ჯგუფმა წევრებმა ერთმანეთს გაუზიარონ სახლში შესრულებული დავალება, შეაჯერონ თავიანთი ნამუშევარი და ფორმატზე წარმოადგინონ პრეზენტაცია თემაზე ,,კახეთის ისტორიული ღირშესანიშნავი ადგილები“;
·         მეოთხე ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარონ სახლში შესრულებული დავალება, შეაჯერონ თავიანთი ნამუშევარი და ფორმატზე წარმოადგინონ პრეზენტაცია თემაზე ,,იმერეთის ისტორიული ღირშესანიშნავი ადგილები“;
ჯგუფები აზრთა გაზიარების შემდეგ სხდებიან კომპიუტერთან და საპრეზენტაციო პროგრამაში ქმნიან თავიანთი ჯგუფის შესაბამის პრეზენტაციას (პრეზენტაცია უნდა შედგებოდეს სულ 5 სლიდისგან) და აგზავნიან ელ. ფოსტაზე (chxitunidze.bela@gmail.com)

აქტივობა 5. ნამუშევრების პრეზენტაცია.
თითეული ჯგუფი წარმოადგენს ნამუშევარს და პასუხობენ დასმულ შეკითხვებს.

აქტივობა 6. 
თვითშეფასება/ურთიერთშეფასება;                                             გაკვეთილის შეჯამება/შეფასება 
·    მოსწავლეები საკუთარ მუშაობას აფასებენ კომენტარებით შეფასების რუბრიკის გამოყენებით;
·         მოსწავლეები სხვების მუშაობას აფსებენ კომენტარებით შეფასების რუბრიკის გამოყენებით.

·      ვაჯამებ გაკვეთილს და მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.

·          
აქტივობა 7.
გასასვლელი ბარათები უკუკავშირისათვის   
მოსწავლეებს ვურიგებ გასასვლელ ბარათებს

რისი გაკეთება გაგიჭირდათ, მაგრამ შეძელი მაინც
რა საერთოდ ვერ გააკეთეთ
რა გააკეთე მარტივად და სწრაფად




კითხვა-პასუხი

 

 

  

ურთიერთსწავლება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პრეზენტაცია

 

 


შეფასება-თვითშეფასება















ანონიმური გამოკითხვა

 

მთელი კლასი;

ინდივიდუალური

 

  

ჯგუფური მუშაობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯგუფები

 


 

ინდივიდუალურად















ინდივიდუალურად

 

კითხვები

 

 

  

კალამი, ფურცლები,
ფორმატი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




კომპიუტერი

 

 

 

კომპიუტერი, პროექტორი, ეკრანი


 

შეფასების რუბრიკები














შედგენილი კითხვარები

 

2 წთ.

 

 

  

15 წთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  


15 წთ.



  

5 წთ.














2 წთ.



I ჯგუფი: თემა: ,,ქვემო ქართლის ისტორიული ღირშესანისნაობები"












II ჯგუფი: თემა: ,,შიდა ქართლის ისტორიული ღირშესანისნაობები"














III ჯგუფი: თემა: ,,კახეთის ისტორიული ღირშესანისნაობები"













IV ჯგუფი: თემა: ,,ქვემო ქართლის ისტორიული ღირშესანისნაობები"
















სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკოსი მასწავლებლის, ბელა ჩხიტუნიძის მიერ ჩატარებული შებრუნებული საკლასო ოთახის გაკვეთილის


გაკვეთილის ჩატარების თარიღი:   21.05.2019წ.
სკოლა: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა;
კლასი: VI;
საგანი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
თემა:  ,,საქართველოს ისტორიული ღირშესანიშნაობები“-საპრეზენტაციო პროგრამაში;

მიზანი იყო:  ის.ტექ.დაწყ.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება; ის.ტექ.დაწყ.4. მოსწვლემ უნდა შესძლოს სხვადასვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას.

მოსწავლემ უნდა შეძლოს სლაიდებთან მუშაობა: სლაიდი და მისი დანიშნულება, სლაიდის პარამეტრები და შემადგენელი   ელემენტები, ობიექტები სლაიდზე და მათი გაფორმება,  სურათების და ტექსტის ჩასმა, ფორმატირება, სლაიდების  გადაადგილება, კოპირება, ამოჭრა, ჩასმა, წაშლა, სტილები, თემები, ანიმაცია.
გაკვეთილის ჩატარებამდე ორი დღით ადრე: მოსწავლეებს 2 დღით ადრე ელ. ფოსტაზე გადავუგზავნე ინფორმაცია ქვ. ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის და კახეთის ისტორიული ღირშესანიშნაობების შესახებ.
გაკვეთილი ჩავატარე შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდით. გაკვეთილის  დასაწყისში მოვაგვარე საორგანიზაციო  საკითხები (ჟურნალში დასწრება არ დასწრების აღრიცხვა) და მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის გეგმა და მიზანი.  გავაცანი შეფასების რუბრიკა, თუ რის მიხედვით შეფასდებოდა მათი ნამუშევრები. შევქმენი პოზიტიური სასწავლო გარემო.
გამოწვევის ფაზაზე წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით, გამოძახების ჩხირების გამოყენებით, მოსწავლეებმა ამომწურავად უპასუხეს კითხვებს.
აქტივობის შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს დაუსვი ისეთი შეკითხვები, რითაც გამოიკვეთებოდა მოსწავლეების ცოდნა საქართველოს ისტორიული ღირშესანიშნავი ადგილების და ინტერესი   მისი მონახულების შესახებ.
აქტიობის შემდგომ ეტაპზე კლასი დაიყო 4 ჯგუფად. თითეულ ჯგუფს დაურიგდა შესაბამისი დავალება. ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს სახლში შესრულებული დავალება, შეაჯერეს თავიანთი ნამუშევარი. ჯგუფები აზრთა გაზიარების შემდეგ დასხდნენ კომპიუტერთან და საპრეზენტაციო პროგრამაში შექმნეს თავიანთი ჯგუფის შესაბამის დავალება საპრეზენტაციო პროგრამაში (პრეზენტაცია შედგებოდა  5 სლიდისგან) და გამოაგზავნეს ელ. ფოსტაზე (chxitunidze.bela@gmail.com).
აქტივობის შემდეგ საფეხურზე თითეული ჯგუფმა წარმოადგინა ნამუშევარს და უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.

გაკვეთილის ბოლოს თითეული ჯგუფსა და პრეზენტატორს მივეცი, როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება, ხოლო მოსწავლეებმა წინასწარ მიცემული შეფასების რუბრიკის საშუალებით მოახდინეს თვითშეფასება და სხვათა შეფასება. მინდა ავღნიშნო, რომ მათ გააკეთეს საკმაოდ რელური შეფასებები, რადგანაც მოსწავლეებს საუკეთესოდ შეუძლიათ საკუთარი და სხვათა თავების შეფასება.


დავურიგე გასასვლელი ბარათები რათა უფრო კონკრეტულად გამეგო რამდენად მივაღწიე გაკვეთილის მიზანს. გაკვეთილის მსვლელობისას გეგმის მოდიფიცირება არ დამჭირდა. გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით.


Комментариев нет:

Отправить комментарий