Страницы

,,პირველადი დახმარება კრიტიკულ სიტუაციებში“

სოციალური პროექტის სახელწოდება
,,პირველადი დახმარება კრიტიკულ სიტუაციებში“:
რეგიონი
ქვემო ქართლი, მარნეული
სკოლა
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა.
პროექტის ავტორი
ი.ს.ტ.-ის პედაგოგი ბელა ჩხიტუნიძე
ტელეფონი
551 09 73 55
ელექტრონული ფოსტა
chxitunidze.bela@gmail.com
რომელი კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას პროექტში
საბაზო საფეხურის მოსწავლეები
რამდენი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას პროექტში
15 მოსწავლე
რომელ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ან სათემო ჯგუფებთან არის დაგეგმილი თანამშრომლობა
მოსწავლეთა მშობლებთან; ექიმი/ექთანი.
პროექტის დაწყებისა და დასრულების თარიღი 
06.05.2019წ.- 20.05.2019წ.
სოც. პროექტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები:
მოკლევადინი: მოსწავლეთა გათვიცნობიერება პირველადი დახმარების გამოყენების უარყოფითი და დადებითი მხარეების შესახებ.
გრძელვადიანი: პროექტის მიზანია, რომ  ბავშვებმა მცირე ასაკიდან დაიწყონ პირველადი დახმარების აღმოჩენის შესწავლა, რათა საჭიროების შემთხვევაში არ დაიბნენ და სწორად გაუწიონ დახმარება დაშავებულს. ისწავლონ დამოუკიდებელი ცხოვრება და გადაწყვეტილებების მიღება.
თემის შინაარსი
მოსწავლემ შეისწავლოს პირველადი დახმარება კრიტიკულ სიტუაციებში. გაითვითცნობიეროს პირველაი დახმარების არსი და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს სატელეფონო ზარი 112-ში.
პრობლემა
პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებაში პირველადი დახმარების აღმოჩენის  საბაზისო უნარების არცოდნა  ან მისი არასწორად გამოყენება. ხშირად შეცდომით გაწეულ დახმარებას პირიქით ზიანი მოაქვს დაშავებულისთვის.  დღევანდელობისთვის ამ მეტად აქტუალური საკითხების გამო, საჭიროდ ჩავთვალე მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჩართვით სოციალური პროექტის მომზადება.
პროექტის  მიზნები და ამოცანები
ი.ს.ტ.-ის სტანდარტი
ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას.
ის.ტექნ.დაწყ.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის;
ü  იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
ü  ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
ü  ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
ü  მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე.
ü  ახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიან კომბინირებას;
ü  ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის შექმნისას კომბინირებულად იყენებს ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალას.
ü  გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
ü  იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს (მაგალითად: იცავს ქსელის უსაფრთხოების წესებს, პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობის ნორმებს, ციფრული რესურსების მისაწვდომობის ნორმებს).
პროექტის მოსალოდნელი შედეგები
o   მოსწავლეები უკეთესად გაითავისებენ პირველადი დახმარების მნიშველობას კრიტიკულ სიტუაციებში:
o  გაეცნობიან პირველადი დახმარებით  გამოწვეულ სარგებლობის დადებით და უარყოფით შედეგებს;
o   ხელი შეეწყობა დაზარებულის სწრაფ გამოჯანმრთელებას ან ჯანმრთელობის გართულებების თავიდან აცილებას;




პროექტის განრიგი
პირველი ეტაპი
მოსწავლეებს დაურიგდებათ წინასწარ მოფიქრებული კითხვები,  რომლებზეც გასცემენ პასუხს, თუ რა იციან ჩამოთვლილი სიტუაციების დროს. როგორ მოიქცნენ.
კითხვები:
·         რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ადამიანს გული წაუვიდა?
·         რა უნდა გავაკეთოდ, როდესაც ადამიანს ძაღლმა უკბინა?
·         რა უნდა გავაკეთოდ, როესაც ადამინი მზეზე დაიწვა სხეული?
·         რა უნდა გავაკეთოდ, როდესაც ცეცხლით დაეწვა სხეულის ნაწილი?
·         რა უნდა გავაკეთოდ, როდესაც ადამიანს დენმა დაარტყა?
·         რა გავაკეთოდ, როდესაც ადამიანს ფეხი გადაუბრუნდა?
·         რა უნდა გავაკეთოდ, როდესაც ადამიანი წაიქცა და თავი დაარტყა?
·         რა უნდა გავაკეთოდ, როდესაც ადამიანს უკბინა გველმა?
პეორე ეტაპი
·         მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტიდან;
·         უყურებენ შესაბამის ვიდეოებს;
·         სკოლაში მოვიწვევთ ექიმს/ექთანს, რომელიც ჩაატარებს ლექციას ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე;
მესამე ეტაპი
·         დისკუსია;
·         პრეზენტაცი;
·         კვალვ დაურიგდებათ იგივე კითხვარი და ხელახლა გასცემენ პასუხებს. შემდეგ ორივე კითხვარს შეადარებენ ერთმანეთს და თავადვე მიხვდებიან საკუთარ სწორ თუ მცდარ შეხედულებებს სხვადასხვა კრიტიკული სიტუაციის დროს;

პროექტის თვითშეფასების რუბრიკა
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
       ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება.          
       მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად; ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად. სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
       ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
        ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
       დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
       რისთვის გვჭირდება პირველადი დახმარება?
 თემატური კითხვა:
       რა მნიშვნელობა აქვს მოზარდებში პირველადი დახმარების ცოდნას?
                შინაარსობრივი კითხვა:
·         გვაქვს თუ არა პირველადი დახმარების გამოყენების უფლება ან გამოცდილება?
მისაღწევი შედეგები
·         გაიფართოვებენ გონებრივ ჰორიზონტს;
·         განივითარებენ ჯგუფში მუშაობის, სხვებისთვის აზრის გაზიარების, ურთიერთთანამშრომლობის, შემოქმედებით, დისკუსიის უნარს;
·         გამოუმუშავდებათ ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები.
·         გაიზრდება მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
·         მსჯელობა და საკუთარი აზრის ურთიერთთდაცვა;
·         მოსწავლეები გაეცნობიან როდის არის სამართებლივად დასჯადი პირველადი დახმარების გამოყენება, როდის არღვევენ ეთიკურ ნორმებს. თავიდან აიცილებენ ბულინგის პრობლემას.
რესურსი
საკლასო ოთახი შეხვედრებისათვის; კომპიუტერი; პროექტორი; ფურცლები, ფანქრები, კალამი, ფლიფჩარტი; წნევის გასაზომი აპარატი; თოჯინა თვალსაჩინოებისათვის; ლენტი; ბინტი; თერმომეტრი; საკაცე.
პროეტების განხორციელების რისკები და ხარვეზები





ხარვეზების თავიდან აცილების გზები
ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებისას ელეტროენერგიის ან ინტერნეტის გათიშვა;
მშობელთა და მოსწავლეთა ჩართულობა. ექიმის/ექთინის გამოუცხადებლობა; სამედიცინო რესურსის მოძიება

პროექტისათვის საჭირო ინფორმციის და  ვიდეო მასალის  წინასწარ გადმოწერა კომპიუტერში; წინასწარ  მშობლების, ექიმის/ექთნის ინფორმირება; მოსწავლეთა ინტერესების გაზრდა წინასწარი საუბრებით. წინასწარ შეთანხმება ექთანთან საჭირო სამედიცინო რესურსების მომარეგების შესახებ.
































სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტისსოფელ საიმერლოს სჯარო სკოლის
 ი.ს.ტ. მასწავლებელი ბელა ჩხიტუნიძის
სოციალური პროექტი ,,პირველადი დახმარება კრიტიკულ სიტუაციებში“
 რეფლექსია

სსიპ მარნეულის მუნიცპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში განვახორციელე სოციალური  პროექტი:  ,,პირველადი დახმარება კრიტიკულ სიტუაციებში“ -   06.05.2019 წლიდან 20.05.2019 წლის ჩათვლით.  მასში ჩართული იყვნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები.
პროექტი ეხებოდა საზოგადოებაში პირველადი დახმარების აღმოჩენის საბაზისო უნარების არცოდნას ან არასწორ გამოყენებას. ხშირად შეცდომით გაწეულ დახმარებას პირიქით ზიანი მოაქვს დაშავებულისათვის.
პროექტის მიზანი:  მოსწავლეთა გათვიცნობიერება პირველადი დახმარების გამოყენების უარყოფითი და დადებითი მხარეების შესახებ. ბავშვებმა მცირე ასაკიდან დაიწყონ პირველადი დახმარების აღმოჩენის შესწავლა, რათა საჭიროების შემთხვევაში არ დაიბნენ და სწორად გაუწიონ დახმარება დაშავებულს. ისწავლონ დამოუკიდებელი ცხოვრება და გადაწყვეტილებების მიღება.
პროექტის პირველ ეტაპზე მოსწავლეებს დაურიგდათ კითხვარი სიცოცხლისთვის სახიფათო სხვადასხვა სიტუაციებში მოქცევის შესახებ, როგორებიცაა მაგ.: კიდურების მოტეხილობა, დენის დარტყმა, ძაღლის ნაკბენი, დამწვრობა, გულის წასვლა, გველის ნაკბენი და სხვა. ბავშვებმა დაწერეს პასუხების საკუთარი ვერსიები.
პროექტის შემდეგ ეტაპზე ინტერნეტიდან მოიძიეს მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია და უყურეს ვიდეოს. ასევე სკოლაში მოვიწვიეთმშობლები, მოსწავლის მშობლი, რომელიც ამავდროულად არის ექთანი. მან ჩაატარა ლექცია ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე. ბავშვები ყურადღებით უსმენდნენ და სრულად იყვნენ ჩართულები ლექციის მსვლელობის პროცესში;  ბოლოს კი გაიმართა კითხვაპასუხი მოწვეულ სტუმრებსა და ბავშვებს შორის.
მესამე ეტაპზე შემდეგ, გაიმართა დისკუსია და პრეზენტაცია; თვითშეფასების მიზნით, მოსწავლეებმა მიღებული ცოდნის საფუძველზე იგივე კითხვარები შეავსეს თავიდან და მოახდინეს პირველ ეტაპზე შევსებული კითხვარებთან შედარება, რაც მათთვის არანაკლებ საინტერესო პროცესი აღმოჩნდა.
პროექტი წარმატებული იყო და დასახული მიზანი განხორციელდა, რაც გამოიხატებოდა იმაში რომ ბავშვები ამ თემებზე ბევრს ფიქრობდნენ,  ხშირად საუბრობდნენ, ეძებდნენ ინფორმაციას წიგნში და ინტერნეტში.  განიხილავდნენ სხვადასხვა სიტუაციებს და მოჰყავდათ მაგალითები მათ გარშემო მომხდარი შემთხვევებიდან.
ვფიქრობ ამ პროექტიდან მიღებული ინფორმაცია და ცოდნა, მათ დიდხანს ემახსოვრებათ და შესაბამისი ექსტრემალური  სიტუაციის დროს აუცილებლად გამოიყენებენ, რადგანაც ბავშვების მიერ თვითშეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება შემდგომში საჭიროებისამებრ გამოყენების მიზნით.
მიუხედავად პროექტის წარმატებული მსვლელობისა, ხელმეორედ ჩატარების შემთხევაში გავამრავალფეროვნებდი და დავამატებდი რამოდენიმე აქტივობას;



Комментариев нет:

Отправить комментарий